ახალი ამბები

შევარდნაძის თქმით, გაერო რუსეთს პანკისში ოპერაციის ჩატარების ნებას არ მისცემს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 5 აგვისტო, 2002) – დღეს გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა შევარდნაძემ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოსგან პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების სანქცია მიიღოს. “ეს გამორიცხულია”, თქვა პრეზიდენტმა.

“ჩვენ პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გავმართავთ გაეროს უშიშროების საბჭოსთან”, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ მარგელოვმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს აღნიშნა, “რუსეთი არ მიმართავს გაეროს ამ წინადადებით და რომც მიმართოს, გაერო მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა იქნება.”

მსგავსი/Related

Back to top button