ახალი ამბები

დაკავებული ჩეჩნების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 5 აგვისტო, 2002) – საქართველოს უშიშროების სამინისტრომ რუსეთ-საქართველოს საზღვართან 3 აგვისტოს დაკავებული 7 ჩეჩენის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლის მიხედვით.

როგორც “სივილ ჯორჯიას” სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ლალიაშვილმა აცნობა, საქმე აღიძრა “საზღვრის უკანონო გადმოკვეთისა” და “ავტომატური იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო გადატანის” გამო.

დაკავებულ ჩეჩენთაგან 6 რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული დაცვის ქვეშ, რომელთაც შემდეგ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ, ერთი კი უშიშროების იზოლატორშია.

როგორც ცნობილია, დაკავებულებმა აღიარეს, რომ ჩეჩნეთის იტუმ-კალეს რაიონში საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას.

მსგავსი/Related

Back to top button