ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოსთან მოლაპარაკებები გადადო

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 5 აგვისტო, 2002) – რუსეთისა და საქართველოს ექსპერტებს შორის ჩარჩო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, რომლის მორიგი რაუნდი 6-7 აგვისტოსთვის იყო დანიშნული, გაურკვეველი ვადით გადაიდო, – ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” სანდო წყარომ აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მოლაპარაკებების გადადების ოფიციალური მიზეზი რუსი ექსპერტების მოუმზადებლობაა ქართველ კოლეგებთან მოილაპარაკებებისთვის.

არაოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პანკისის ხეობის გამო ორ ქვეყანას შორის ურთოერთობების გაუარესებასთან.

მსგავსი/Related

Back to top button