ახალი ამბები

რუსეთის სენატორებს პანკისში ოპერაციის შეთანხმება სურთ გაერო-სთან

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 5 აგვისტო, 2002) – “ჩვენ გაეროს უშიშროების საბჭოსთან უნდა გავმართოთ კონსულტაციები პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად”, -ამის თაობაზე, რუსეთის მასიბრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ მარგელოვმა განაცხადა.

მანამდე ფედერაციის საბწოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია გაეროს მიმართოს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად თანხმობის მისაღებად.

“ეს შეიძლება მხოლოდ საერთაშორისო ანტიტერორისტული ძალები იყოს, რომლებშიც რუსეთის ჯარებთან ერტად ჩართულნი იქნებიან ასევე საქართველოსა და სხვა ქვეყნების ძალებიც, ასევე შესაძლოა გაეროს სამშვიდობო ძალებიც”, – თქვა მარგელოვმა.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ დამოუკიდებლად შეუძლია პანკისის პრობლემის მოგვარება. ახლახანს საქართველოს ხელისუფლებამ პანკისში შეფარებულ შეიარაღებულ ჩეჩნებს იარაღის ჩაბარება მოთხოვა.

მსგავსი/Related

Back to top button