ახალი ამბები

ქართულმა მხარემ 7 ჩეჩენი დააკავა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 5 აგვისტო, 2002) – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა შაბათს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც, 3 აგვისტოს საქართველოს სასაზღვრო საგუშაგო გირევთან, საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის სიახლოვეს დააკავეს 7 ჩეჩენი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულნი თბილისში ჩამოიყვანეს უშიშროების სამინისტროში დასაკითხად. ორი უწყების ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩეჩნებმა აღიარეს ჩეჩნეთის იტუმ-კალეს რაიონში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ამ რაიონში მომხდარ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ჩეჩნები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან გადავიდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button