ახალი ამბები

ქართული მხარე ჩეჩენ მეომრებს იარაღის ჩაბარებას სთავაზობს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 3 აგვისტო, 2002) – “იმ შემთხვევაში, თუ პანკისში მყოფი ჩეჩენი მეომრები იარაღს ჩააბარებენ, მაშინ საქართველო მათ ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს”, განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ამ გზით შეიძლება პანკისის ხეობაში შეიარაღებული ჯგუფების მოქმედების აღკვეთა. ხაბურძანიას განცხადებით, მხოლოდ ის პირები აიცილებენ სასჯელს, რომლებიც სერიოზულ დანაშაულში არ არიან ეჭვმიტანილები.

უკანასკნელ პერიოდში რუს და ჩეჩენ მებრძოლებს შორის განახლებულმა ინტენსიურმა საომარმა მოქმედებებმა საქრთველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაამწვავა. რუსეთის ხელისუფლება ბრალს დებს საქართველოს, რომ ჩეჩენი მეომრები რუსეთის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან გადადიან. 

მსგავსი/Related

Back to top button