ახალი ამბები

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მხარს უჭერენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 3 აგვისტო, 2002) – “ჩემი კოლეგების სახელით მინდა ვთქვა, რომ უაღრესად მოხიბლულები ვარ ნანახით და ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველო ცდილობს გაუმკლავდეს საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეს, ააშენოს საკუთარი ეკონომიკა და ქვეყანაში განამტკიცოს კანონი”, განაცხადა დღეს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ დრეიერმა.

“აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მხრივ საფრთხის შემთხვევაში ვთვლით, რომ ის საქართველომ და რუსეთმა ორმხრივად უნდა მოაგვარონ”, თქვა კონგრესმენმა.

პანკისის ხეობის პრობლემაზე საუბრისას დევიდ დრეიერმა აღნიშნა, რომ აშშ “ყოველმხრივ მხარს უჭერს საქართველოს ისე გადაწყვიტოს პანკისის ხეობის საკითხი, როგორც ეს საჭიროდ მიაჩნია”.

ამერიკელ კონგრესმენთა 8-კაციანი დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დღეს მათ შეხვედრები გამართეს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან და ქვეყნის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან. საღამოს კონგრესმენები საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდებიან. 

მსგავსი/Related

Back to top button