ახალი ამბები

უეთო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუარესების გამო

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 3 აგვისტო, 2002) – ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო მარტინეს და კრუზი შეშფოტებას გამოთქვამს საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ზრდის გამო, – ნათქვამია ეუთო-ს სამდივნოს მიერ 2 აგვისტოს გავრცელებულ ცნობაში.

დაძაბულობის ზრდა აშკარა გახდა ორი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელთა მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების დროს, ასევე ეუთო-ს დამკვირვებელთა მიერ იმ ფაქტის დაფიქსირებით, რომ ამ კვირაში დაიბომბა საქართველოს ტერიტორია გირევთან ახლოს, საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის სამხრეთით.

ეუთო-მ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას მოთხოვა, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯებისგან, რომლებიც კავკასიაში დაძაბულობის ზრდას შეუწყობდა ხელს.

მსგავსი/Related

Back to top button