
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობას მწვანე შუქი ჩაურთეს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 3 აგვისტო, 2002) – 1 აგვისტოს ლონდონში ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მფლობელებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს მილსადენის კომპანიის შექმნის თაობაზე, – იტყობინება კომპანია “ბრიტიშ პეტროლიუმის” ოფიციალური ელექტრონული გამომცემლობა. ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ იმ სამი ქვეყნის – აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლები, რომელთა ტერიტორიაზეც სატრანზიტო მილსადენმა უნდა გაიაროს. საოპერაციო სისტემის ფორმირებით “მწვანე შუქი” აენთო მილსადენის მშენებლობას.
“ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მფლობელებს საშუალებას აძლევს სრულმაშტაბიან მშენებლობას შეუდგნენ, როგორც კი მილსადენის დირექტორთა საბჭო დარჩენილი სამუშაოების დასრულების გარანტიას მიიღებს მშენებლობის დაწყების წინ”, – ნათქვამია “ბრითიშ პეტროლიუმის” ცნობაში. მილსადენის საშუალებით ნედლმა ნავთობმა 1760 კილომეტრი უნდა გაიაროს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით, თურქეთის ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ ჯეიჰანამდე.
მილსადენის საქმიანი მონაწილეები ამ დროისთვის არიან: “ბრითიშ პეტროლიუმი” (38,21%), აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკორპორაცია (25%), სტატოილი (9,58%), იონოკალი (8,9%), ტპაო (7,55%), ენი (5%), იტოჩუ (3,4%) და ამერადა ჰესი (2,36%). გარდა ამისა ტოტალფინალელფმა მილსადენში 5%-იანი წილის შესყიდვის უფლება მიიღო, და ეს გარიგება მალე შესრულდება. მილსადენის დირექტორთა საბჭოს ტავმჯდომარეა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი, ხოლო პროექტის ოპერატორია კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმი”.