ახალი ამბები

ამერიკელი სენატორები საქართველოს ხელისუფ-ლების წარმომადგენლებს შეხვდებიან

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 2 აგვისტო, 2002) – აშშ-ის კონგრესის 8 წევრი და წარმომადგენელთა პალატის 4 წევრი დღეს საქართველოში ჩამოვიდა, იუწყება სახელმწიფო კანცელარია.

ამერიკელი სენატორები ხვალ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესთან, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილთან და პარლამენტის თავდმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან.

შეხვედრებზე განიხილება საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა, პოლიტიკური სტაბილურობა საქართველოში, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა და აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში.

Back to top button