ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქეები პანკისში დააკავეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 2 აგვისტო, 2002) – საქართველოს უშიშროების სამინისტროს ცნობით, ქართველმა სამართალდამცველებმა რუსეთის სამი მოქალაქე, წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს.

სპეციალურად გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები პანკისის ხეობის შუაგულში მდებარე სოფელ დუისში დააკავეს 31 ივლისს.

ხაბურძანიას თქმით, დაკავებულებმა პანკისში წასვლა მანქანის ყიდვის სურვილით ახსნეს. “ეს ძალზე უცნაურად ჟღერს, რადგან რუსებმა კარგად უწყიან პანკისში შექმნილი ვითარების შესახებ, ხოლო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლების პანკისში მანქანის შესაძენად გამოჩენა კითხვებს ბადებს”, თქვა ხაბურძანიამ.


უშიშროების მინისტრმა თქვა, რომ დაკავებულთა მიერ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საბუთების გაყალბების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

ხაბურძანის თქმით, დაკავებულები კრასნოდარის მხრიდან ცხინვალის გავლით გადმოვიდნენ საქართველოში და შემდეგ პანკისში გადავიდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button