ახალი ამბები

“წვრთნა და აღჭურვის” საშტაბო სწავლებები დასრულდა

დღეს საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის საშტაბო წვრთნების ეტაპი დასრულდა.

მისი დახურვის ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, აშშ-ის ელჩი საქართველოში და სხვა პირები.

საქართველოს ეროვნულ სამხედრო აკადემიაში ჩატარებულ საშტაბო წვრთნებს 190 ქართველი ოფიცერი ათი კვირის განმავლობაში გადიოდა. წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ამ ნაწილის მიზანი იყო კარგად გაწვრთნილი პროფესიონალების ჩამოყალიბება, რომლებიც საგანგებო ვითარებების შემთხვევაში შეძლებენ ჩამოაყალიბონ მოქმედების გეგმა და განახორციელონ სათანადო კონტროლი.

“ჩვენთვის დიდი პატივი და პრესტიჟია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-იმ თავის პარტნიორად საქართველო საკუთარ ამოირჩია”, განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის III ფაზა, რომელიც საველე წვრთნებს მოიცავს, აგვისტოს ბოლოს დაიწყება.

მსგავსი/Related

Back to top button