ახალი ამბები

ეჭვმიტანილის თქმით, რუსი სამშვიდობოები იარაღით ვაჭრობენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 2 აგვისტო, 2002) – საქართველოს უშიშროების სამინისტროს ცნობით, იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილმა, საქართველოს თავდავცის სამინისტროს ოფიცერმა გიორგი მამარდაშვილმა აღიარა, რომ იგი იარაღს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი მშვიდობისმყოფელებისაგან იღებდა.

უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ 1 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამარდაშვილმა იმ რუსი ოფიცრების გვარები დაასახელა, რომლებიც იარაღით უკანონო ვაჭრობით არიან დაკავებულები.

ივლისის მიწურულს პოლიციამ დასავლეთ საქართველოში დააკავა ქართველი ოფიცერი, რომელსაც ექვსი საზენიტო დანადგარი “სტრელა-2” გადაჰქონდა.

მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალები იარაღით უკანონო ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრია საქართველოში.

მსგავსი/Related

Back to top button