ახალი ამბები

რუსეთის მოქმედება ომისკენ მოწოდებაა, ამბობს პრეზიდენტის პრესმდივანი

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 1 აგვისტო, 2002) – საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთის ზედა პალატის დეპუტატის მიხეილ მარგელოვის განცხადება “ომისკენ მოწოდებაა”.

როგორც ზედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ მარგელოვმა განაცხადა, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატა მხარს დაუჭერს რუსეთის პრეზიდენტს იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი სენატორებს პანკისის ხეობაში ჯარის განლაგებასთან დაკავშირებით მხარდაჭრისთვის მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, ეს განცხადება რუსეთის მხრიდან თვითნებური ოპერაციისთვის მზადებად შეიძლება ჩაითვალოს. საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის სამხედრო ოპერაციის განხორციელებას პანკისის ხეობაში.

მსგავსი/Related

Back to top button