ახალი ამბები

ჯემალ გამახარია პარტიზანების მომხრეებმა სცემეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 1 აგვისტო, 2002) – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მომხრეებმა საქართველოს პარლამენტის წევრი ჯემალ გამახარია სცემეს.

როგორც ცნობილია, აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება პარტიზანულ მოძრაობას მხარს უჭერს და ამ მოძრაობის გააქტიურებას აპირებს.

დევნილი ხელისუფლების მომხრეები ასლან აბაშიძის საქმიანობის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში თავის პირად წარმომადგენლად დანიშნა.

უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ჯემალ გამახარიამ დაგმო პარტიზანული მოძრაობა და დევნილებს ასლან აბაშიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რითაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.

აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების შეხვედრაში იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილიც მონაწილეობდა, რომელმაც პარტიზანებს ყოველგვარი დახმარება აღუთქვა.

მსგავსი/Related

Back to top button