ახალი ამბები

ქართველ პარტიზანთა მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 1 აგვისტო, 2002) – დღეს ამოიწურა ქართველ პარტიზანთა მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა. აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული დაჯგუფებების განცხადებით, ისინი აქტიურ მოქმედებას დაიწყებენ აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ 1 აგვისტომდე აქტიური ნაბიჯები არ იქნება გადადგმული.

1 აგვისტოს აფხაზეთის დევნილი მთავრობის შეხვედრა იმართება, რომელიც პარტიზანულ მოქმედებებს მხარს უჭერს.

რამდენიმე ათასი აფხაზეთიდან დევნილი საპროტესტო აქციას მართავს დევნილი აფხაზეთის მთავრობის ოფისის წინ. ისინი აფხაზეთზე კონტრილის მოსაპოვებლად ხელისუფლებისაგან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

მომიტინგეები აგრეთვე მოითხოვენ ასლან აბაშიძის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტიდან გადადგომასაც. აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მხარდამჭერთა განცხადებით, აბაშიძე საქართველოზე მეტად რუსეთის ინტერესების ლობირებას ახდენს.

მსგავსი/Related

Back to top button