ახალი ამბები

გენპროკურორის თქმით, შოუს გატაცების საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება

(თბილისი, 10 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – 10 ივლისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე პიტერ შოუს გატაცებასთან დაკავშირებით გამოძიება დასასრულს უახლოვდება.

მისი თქმით, სამართალდამცავებისთვის ცნობილია დამნაშავეთა ჯგუფი, რომელთაც შესაძლოა  შოუ გაიტაცეს. შსს ასევე აცხადებს, რომ საქმის გამოძიება მალე დასრულდება.

სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ “შოუს გატაცებამ ზიანი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს”.

პრეზიდენტ შევარდნაძის თქმით კი, უცხოელი მოქალაქის გატაცებამ შესაძლოა შეაფერხოს ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების მოწოდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button