ახალი ამბები

რუშაილო თბილისში სამდღიანი ვიზიტით ჩამოდის

(თბილისი, 9 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს თბილისში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოდის რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმირ რუშაილო, – იტყობინება სახელმწიფო კანცელარია.

დღეს რუშაილო თავის ქართველ კოლეგას თედო ჯაფარიძეს შეხვდება. ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია ასევე შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთანაც. შეხვედრებზე განიხილავენ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემებს და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს.

8 ივლისს პრეზიდენტმა შევარნაძემ უარყო ცნობები იმის შესახებ, თითქოს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე პანკისის ხეობაში ერთობლივი საომარი მოქმედებების ჩატარების საკითხს განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button