ახალი ამბები

იზრდება იმ პარტიათა ოდენობა, რომლებიც თბილისში ხმების ხელახლა დათვლას ითხოვენ

(თბილისი, 12 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 11 ივნისს მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ უზენაეს სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ გაუქმდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება თბილისში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შესახებ.

ანალოგიური თხოვნით უზენაეს სასამართლოს უკვე მიმართეს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ და სოციალისტურმა პარტიამ, რომლებიც ასევე ხმების ხელახლა დათვლის მომხრენი არიან. ამ პარტიების წარმომადგენელთა თქმით, თბილისში არჩევნები უამრავი დარღვევით ჩატარდა, რამაც გავლება იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 23,7% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა საკრებულოში ლეიბორისტული პარტიის შემდეგ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ და სოციალისტურმა პარტიამ ვერ მოახერხეს საკრებულოში მოსახვედრად 4%-იანი ბარიერის გადალახვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button