ახალი ამბები

პარტიები სასამართლოს არჩევნების შედეგების გაუქმებას სთხოვენ

(თბილისი, 11 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სოციალისტურმა პარტიამ ანალოგიური მოთხოვნით უზენაეს სასამართლოს გუშინ მიმართა.

ორივე პარტია აცხადებს, რომ არჩენვების შედეგები მთლიანად გაყალბებულია და ხმები უნდა გადაითვალოს.

არჩევნების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების გადათვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და თბილისის არჩენვების საბოლოო შედეგები გამოაცხადა. ცსკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგების თანახმად, თბილისის საკრებულოში ყველაზე მეტი ადგილი ლეიბორისტულ პარტიას ერგო.

ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც 90-იან წლებში ყველაზე გავლენიან და პოპულარულ პოლიტიკური გაერთიანება იყო, ელექტორატის ხმების მხოლოდ 1,65% მიიღო, სოციალისტურმა პარტიამ კი – 2,94%. ორივე პარტია თბილისის საკრებულოს გარეთ დარჩა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button