skip to content
ახალი ამბები

კოდორის ხეობაში არჩევნები გადაიდო

(თბილისი, 2 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – კოდორის ხეობაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ტარდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გია ზესაშვილის თქმით, არჩევნების გადადების მიზეზი რთული მეტეოროლიოგიური პირობებია.

კოდორში მისვლის ერთადერთ საშუალებას შვეულმფრენი წარმოადგენს. ცუდი ამინდის გამო საარჩევნო ბიულეტენების ჩატანა ხეობაში ვერ მოხერხდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ გადაუწყვეტია, როდის შედგება ადგილობრივი არჩევნები კოდორის ხეობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button