ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველთან შეხვედრას მართავს

(თბილისი, 28 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – ახალმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც დეპუტატი მიხეილ სააკაშვილი უძღვება, დღეს თბლისში, სპორტის სასახლეში, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა.

სპორტის სასახლეში დაახლოებით 5 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე აპირებს კენჭისყრას.

ახალი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობის ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერია.

“შევარდნაძე ნიშნავს სრულ უიმედობას და მისი მმართველობა არასტაბილურობას განასახიერებს”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სპორტის სასახლეში განართულ შეხვედრაზე.

მსგავსი/Related

Back to top button