ახალი ამბები

ქართულ-აფახაზური მოლაპარაკებები კოდორის თაობაზე

(თბილისი, 19 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ქართული და აფხაზური მხარეები დღეს ჭუბურხინჯში (გალის რაიონი) მოლაპარაკებებს მართავენ.

შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა კოდორის ხეობაა. აფხაზური მხარე საქართველოს შეიარაღებული ძალების კოდორის ხეობიდან გაყვანას ითხოვს, ქართული მხარე კი ირწმუნება, რომ მან შეასრულა 2 აპრილს ხელმოწერილი პროტოკოლით დაკისრებული ვალდებულებები და ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები გაიყვანა.

შეხვედრა თბილისში 17 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო იმის გამო, რომ თვითაღიარებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა გივი აგრბამ თბილისში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა აგრბას თბილისში ჩამოსვლის წინააღმდეგ გამოდიოდა, ვინაიდან მას 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის გენოციდში ედება ბრალი.

მსგავსი/Related

Back to top button