
ახალი ამბები
რუსეთი ჯარების კოდორთან განლაგებას უარყოფს
(თბილისი, 19 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა დღეს უარყო მისი ქართველი კოლეგის დავით თევზაძის განცხადება, რომ კოდორის ხეობის მისადგომებთან რუსული ჯარების კონცენტრაცია შეინიშნება. “კონფლიქტის ზონაში მხოლოდ სამშვიდობო ძალები იმყოფებიან, რომლებიც მხოლოდ თავიანთ მოვალეობას ასრულებენ”, – განაცხადა დღეს სერგეი ივანოვმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საზღვრის დაცვის დეპარტამეტის თავმჯდომარე 18 აპრილს აცხადებდნენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ინტენსიური მოძრაობა შეინიშნება. თევზაძის განცხადებით, კოდორის ხეობაში პროვოკაციის ახალი ტალღა იგეგმება.