ახალი ამბები

ქართველი და რუსი ექსპერტები ჩარჩო-ხელშეკრულების პოლიტიკურ ასპექტებს განიხილავენ

(თბილისი, 19 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დღეს თბილისში ხვდებიან რათა ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულების პოლიტიკური ასპექტები განიხილონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა 18 აპრილისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ოფიციალური მიზეზების გამო ის დღეისთვის გადაიდო.

რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი ლევ მირონოვი უძღვება.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში მიმდინარეობს.

მსგავსი/Related

Back to top button