ახალი ამბები

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

(თბილისი, 19 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – 18 მარტს აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირს მიმართვა გაუგზავნა, რომლითაც მათ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით გადამჭრელი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთი აფხაზეთში, კერძოდ კი, კოდორის ხეობაში, პროვოკაციას ამზადებს, რომლის მიზანი შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვაა.

საქართველოს უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრებმა 18 აპრილს განაცხადეს, რომ აფხაზური მხარე კოდორის ხეობის მისასვლელებთან ჯარებისა და მძიმე ტექნიკის კონცენტრაციას ახდენს.

სახელმციფო საზღვრის დაცვის სახელმციფო დეპარტამენტის თავმჯოდარის ვალერი ჩხეიძის ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ჯარების ინტენსიური გადაადგილება შეიმჩნევა.

მსგავსი/Related

Back to top button