ახალი ამბები

რუსი მინისტრის თქმით, ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებს ტერორიზმი აფერხებს

(თბილისი, 19 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “ერთადერთი პრობლემა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს ერთმანეთისგან მიჯნავს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი დამოკიდებულებაა”,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა 18 აპრილს რუსულ გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდას” კორესპონდენტთან საუბრისას.

მინისტრის თქმით, რუსეთს არ ძალუძს გაუმკლავდეს ტერორისტებს, რომლებიც დანაშაულს რუსეთში ჩადიან და შემდეგ საქართველოში იმალებიან.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ქართული მხარისგან პანკისის ხეობას თავშეფარებული ჩეჩენი მებრძოლების წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გამუდმებით მოითხოვენ. საქართველო რუსეთის შემოთავაზებას უარით პასუხობს.

მსგავსი/Related

Back to top button