ახალი ამბები

კოდორში მორიგი პროვოკაციაა მოსალოდნელი

(თბილისი, 18 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – კოდორის ხეობაში მორიგი პროვოკაციაა მოსალოდნელი, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას თევზაძემ დეპუტატებს აცნობა, რომ კოდორის ხეობის აფხაზების მიერ კონტროლირებად ნაწილში შეიარაღებული ჯგუფების გადაადგილება შეიმჩნევა.

მინისტრის ეს ინფორმაცია კოდორის ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ივერი ჭელიძემაც დაადასტურა.

მსგავსი/Related

Back to top button