ახალი ამბები

რუსი დეპუტატები აფხაზეთში არსებულ მდგომარეოას განიხილავენ

(თბილისი, 18 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის ფედერალური საკრებულოს ზედა პალატის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დღეს აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას განიხილავს.

რუსეთის საინფორმაციო სამსახურები იტყობინებიან, რომ მოსმენაზე მიწვეული არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

დღის წესრიგის მთავარი თემა კოდორის ხეობაში არსებული ვითარება და იქ რუსული ჯარების შესვლაა.

Back to top button