ახალი ამბები

უშიშროებისა და თავდაცვის უწყებები სრულად არ ფინანსდებიან

(თბილისი, 18 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტი დღეს 2002 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროების, ასევე დაზვერვისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დაფინანსებას განიხილავს. 

ამ ძალოვანმა უწებებმა 2002 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულზე ნაკლები მიიღეს.

თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია 2 მილიონი ლარი, როგორც ეს ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული. მთლიანი დაფინანსებიდან უშისროების სამინისტროს – 76%, დაზვერვის დეპარტმენტს – 71%, ხოლო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს მხოლოდ 50% ერგო.

Back to top button