ახალი ამბები

პრეზიდენტი და სახელმწიფო მინისტრი მთავრობის წევრებს აკრიტიკებენ

(თბილისი, 17 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინსტრი ზურაბ ნოღაიდელი და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა გააკრიტიკა.

შევარდნაძის განცხადებით, ეს მინისტრები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და ფინანსებისა და ენერგოსისტემაში არსებულ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან.

პრეზიდენტის თქმით, ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტები დღემდე მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებენ თანამდებობებს, რომ ჯერ-ჯერობით მათი შემცვლელები არ მოიძებნა.

სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ კი გააკრიტიკა პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია, რომელსაც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამები ეხება.

ჯორბენაძის განცხადებით, ბასილიამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბევრი რეკომენდაცია არ შესრულდა.

მსგავსი/Related

Back to top button