ახალი ამბები

უშიშროების სამინისტრო დასავლეთ საქართველოში ანტიტერორისტულ ჯგუფს აგზავნის

(თბილისი, 17 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – სამეგრელოს რეგიონში გაიგზავნა სპეციალური ანტიტერორისტული ჯგუფი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოსული ტერორისტული დაჯგუფებების განეიტრალიზებას ისახავს მიზნად, – იუწყება უშიშროების სამინისტრო.

16 აპრილს ზუგდიდის რაიონში საქართველოს უშიშროების სამსახურმა აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოსული ორი ქალი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი ზუგდიდის რაიონში ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა.

უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია არ გამორიცხავს, რომ სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთიდან გადმოსული სხვა ტერორისტული დაჯგუფებებიც შეიძლება იმყოფებოდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button