ახალი ამბები

კოდორის ხეობასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა

(თბილისი, 17 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტ შევარდნაძის დავალებით შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც კოდორის ხეობაში მდგომარეობის დაძაბვის თავიდან ასარიდებლად ყველა ზომას მიიღებს.

ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კომისიას სათავეში სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ჩაუდება.

პრეზიდენტის თქმით, კომისიამ სხვა საკითხებთან ერთად ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს.

მსგავსი/Related

Back to top button