ახალი ამბები

საქართველო ნატო-ს წვრთნებისთვის ემზადება

(თბილისი, 17 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დასკვნითი კონფერენცია, რომელიც ნატო-ს სამხედრო წვრთნების “ბესთ ეფორტ 2002” პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვის ფარგლებში დაგეგმვას ითვალისწინებს, თბილისში 17 აპრილს დაიწყება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები ვაზიანში, რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 17-28 ივნისს გაიმართება.

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს პარტნიორი და წევრი ქვეყნები: ავსტრია, აზერბაიჯანი, კანადა, უკრაინა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბრიტანეთი, ბულგარეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ლიტვა, თურქეთი, მოლდავეთი, უნგრეთი, სომხეთი, უზბეკეთი და საქართველო.

მსგავსი/Related

Back to top button