ახალი ამბები

ქართულ-აფხაზური მოლაპარაკები გადადო

(თბილისი, 17 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო 19 აპრილისთვის გადაიდო.

შეხვედრაზე კოდორის ხეობაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უნდა განეხილათ.

აფხაზური მხარე და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები კოდორიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანას მოითხოვენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ქართულმა მხარემ უკვე შეასრულა 2 აპრილის პროტოკოლი და ხეობიდან გაიყვანა რეგულარული ჯარის ქვედანაყოფები.

მსგავსი/Related

Back to top button