
ახალი ამბები
ხაბურძანია დასავლეთ საქართველოში აფხაზი ტერორისტების ყოფნას არ გამორიცხავს
(თბილისი, 17 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების სამინისტრომ 16 აპრილს აფხაზეთის მკვიდრი ორი ქალი დააკავა. ქართველი სამართლადამცავების ინფორმაციით, ისინი ზუგდიდში ტერორისტული აქტების ჩატარებას აპირებდნენ. სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ ზუგდიდის მოსახლეობას ყურადღებისკენ და სიფრთხილისაკენ მოუწოდა. მან არ გამორიცხა რომ დასავლეთ საქართველოში ტერორისტთა სხვა ჯგუფებიც იყვენენ შემოსული. “პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა, თუმცა ზედმეტი ყურადღება ცუდი არ იქნებოდა,” – განაცხადა ხაბურძანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში 16 მარტს.