ახალი ამბები

რეფორმატორები მათ წინააღმდეგ პროვოკაციებს წინასწარმეტყველებენ

(თბილისი, 15 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ახალმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის ლიდერიც დეპუტატი მიხეილ სააკაშვილია, დღეს გამოსცა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სამეგრელოს რეგიონის ადმინისტრაცია აპირებს ხელი შეუშალოს ფოთში დღეისთვის დაგეგმილ შეხვედრას მოძრაობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს ყველაფერი გააკეთონ პროვოკაციების ტავიდან ასარიდებლად.

სამეგრელოს მოსახლეობასთან მოძრაობის ბოლო შეხვედრამ დიდი არეულობით ჩაიარა. რეფორმატორები მთავრობას მათ საწინააღმდეგო აქციების ინსპირირებაში ადანაშაულებენ. 

ახალი ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება და საქართველოს ცალკეული რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

მსგავსი/Related

Back to top button