ახალი ამბები

აფხაზეთში პროვოკაციაა მოსალოდნელი – ამბობს შევარდნაძე

(თბილისი, 15 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “აფაზეთში, შესაძლოა, პროვოკაცია განმეორდეს. გამორიცხული არაფერია”, – განაცხადა დღეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ მის ტრადიციულ რადიოინტერვიუში კოდორის ხოებაში მომხდარ მოვლენებზე საუბრისას.

12 აპრილს კოდორის ხეობაში 80-მდე რუსი ჯარისკაცი ქართული მხარის ნებართვის გარეშე შევიდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ პროტესტის გამოთქმის შემდეგ რუსი ჯარისკაცები იძულებულნი გახდნენ 14 აპრილს ხეობა დაეტოვებინათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა გუშინ, 14 აპრილს, განაცხადა, რომ აფხაზეთში კვლავ მოსალოდნელია პროვოკაციები.

მსგავსი/Related

Back to top button