ახალი ამბები

პანკისში ჩეჩენ ლტოლვილთა აღწერა იწყება

(თბილისი, 15 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების აღწერა იწყება.

ხეობაში მთავრობის სპეციალური კომისია იმყოფება, რომელიც ლტოლვილების აღწერას განახორციელებს. აღწერა ნაწილია იმ პროგრამისა, რომელიც ლტოლვილების ჩეჩნეთში დაბრუნებას ითვალიწინებს.

2002 წლის თებერვალში ქართული და რუსული მხარეები ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციის გარშემო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ პანკისის ხეობაში, შესაძლოა, იმყოფებოდნენ შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც ჩეჩნეთის ომის დროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button