ახალი ამბები

ქართველ პარტიზანებთან შეტაკებისას ერთი აფხაზი დაიღუპა

(თბილისი, 5 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – გავრცელებული ცნობის თანახმად, გუშინ, 4 აპრილს, ქართულ და აფხაზ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა ერთი აფხაზი, ხოლო ორი ქართველმა პარტიზანებმა ტყვედ აიყვანეს.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლის თამაზ ნადარეიშვილის განცხადებით, აფხაზი მებრძოლები სამეგრელოში ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ.

აფხაზური მხარე უარყოფს ცნობას შეტაკებისა და მისი შედეგების შესახებ.

ქართული მხარის თქმით, მოკლული დიმიტრი გოგხიაა, რომელიც ქართულ-აფხაზური ომის დროს ქართველების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button