ახალი ამბები

ევროსაბჭო აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს

(თბილისი, 5 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი უოლტერ შვიმერი 2 მარტს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებლ “საპარლამენტო არჩევნებს” არ ცნობს.

“ხმის მიცება არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგალურად, ვინაიდან ათი ათასობით აფხაზეთიდან დევნილი ამ უფლებას მოკლებულია”, განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან თამაზ ნადარეიშვილთან შეხვედრის შემდეგ (ევროსაბჭოს პრესსამსახური).

“ორივე, ქართველებისა და აფხაზების ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები დიალოგისა და კომპრომისის საშუალებით გადაწყდება”, განაცხადა ვოლტერ შვიმერმა.

შვიმერმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ევროსაბჭო მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 31 იანვარს მიღებულ რეზოლუციას.

“თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციების გადანაწილების ძირითადი პრინციპები” კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით სწრაფად და გონივრულად მოგვარების ხელშემწყობ დოკუმენტს უნდა წარმოადგენდეს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button