ახალი ამბები
რუსი ექსპერტების ვიზიტი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციასთან დაკავშირებით
(თბილისი, 14 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლები 14 თებერვალს საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციებს გამართავენ. დელეგაციას სათავეში საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე იური ბრაზნიკოვი უდგას. პირველ ეტაპზე მოხდება იმ პირთა სიების შედგენა, რომლებიც ნებაყოფლობით დაბრუნებას ახლავე მოისურვებენ. პანკისში დაახლეობით 7,000-ზე მეტი ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.
13 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ჯგუფი რომლებმაც შეიძლება ლტოლვილთა რეპატრიაციის პროცესს ხელი შეუშალოს.
This post is also available in: English (ინგლისური)