Placeholder canvas
ახალი ამბები

რუშაილო ქართველ სამართალდამცავებს ხვდება

(თბილისი, 30 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ვლედიმერ რუშაილო დღეს საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდება. შეხვედრებზე ორი ქვეყნის სამართალდამცავთა თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

რუშაილო ასევე შეხვდება საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს ნუგზარ საჯაიას. ხელი მოეწერება ოქმს ორი ქვეყნის უშიშროების საბჭოთა თანამშრომლობის შესახებ.

ვლადიმერ რუშაილოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 29 იანვარს დაიწყო და დღეს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button