ახალი ამბები

პანკისის ოპერაციებში საგრძნობი პროგრესი არ შეინიშნება

(თბილისი, 18 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – 18 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის ინფორმაციით პანკისის ხეობაში ერთი ბოროტმოქმედი დააკავეს. იგი ნებაყოფლობით ჩაბარდა სამართალდამცავებს. მას გატაცებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. რამოდენიმე ადამიანმა იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა პოლიციას.

სპეციალური ოპერაცია პანკისის ხეობაში 14 იანვარს დაიწყო. დღემდე, პანკისში კრიმინოგენული ვითარების აღმოსაფხვრელად რეალური პროგრესი არ შეიმჩნევა.

ახმეტის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე პროტესტის აქციას მართავს. ისინი სამართალდამცველებისგან კრიმინალების დაკავებას მოითხოვენ.

პანკისში ორი ადამიანი კვლავ მძევლად რჩება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button