ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი საკადრო ცვლილებებს ახორციელებს

(თბილისი. 5 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა თანამდებობიდან თავისი ორი მოადგილე გადააყენა.

ცვლილება არ შეხებია მინისტრის პირველ მოადგილეს ზურაბ ჩხაიძეს, ისევე როგორც თბილისის პოლიციის მთავარი სამართველოს ხელმძღვანელს კახა ბაკურაძეს.

ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი დანიშნოს მინისტრის მოადგილე, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი. ამ განზრახვის თაობაზე კობა ნარჩემაშვილმა მინისტრად დამტკიცებისას, პარლამენტის წინაშე თავის საპროგრამო სიტყვაში განაცხადა.

მსგავსი/Related

Back to top button