ახალი ამბები

სტუდენტებმა გამაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს

(თბილისი. 5 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, პარლამენტის შენობის წინ სტუდენტთა ერთმა ნაწილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, ერთსაათიანი, გამაფრხილებელი აქცია მოაწყო.

სტუდენტების განცხადებით იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა არ მიიღო ახალი საარჩევნო კოდექსი და არ დანიშნა ვადამდელი არჩევნები, საპროტესტო აქციებს პერმანენტული ხასიათი მიეცემა.

ამავე მოთხოვნით დეპუტატთა ერთინ ნაწილიც გამოდის, ძირითადად ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი. ამავე მოსაზრებას ემხრობა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button