ახალი ამბები

ხაბურძანია ნოემბრის მოვლენების გამოძიების წინააღმდეგია

(თბილისი. 4 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ნოემბერის დასაწყისში სტუდენტების მასობრივი გამოსვლების გამოძიებას გაუმართლებლად მიიჩნევს.

“სტუდენტები სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამოვიდნენ ქუჩაში”, განაცხადა დღეს ვალერი ხაბურძანიამ.

დღეს, დეპუტატთა ერთმა ნაწილმა მოითხოვა დადგენილიყო თუ ვინ იდგა მასობრივი გამოსვლების ზურგს უკან. მათი აზრით სტუდენტთა მიტინგები სააკაშვილისა და რეფორმატორთა გუნდის სხვა წევრების მიერ იყო ორგანიზებული.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button