ახალი ამბები

რჩეულიშვილი: ალდამოვი ადამიანთა გატაცებებშია ჩარეული

(თბილისი. 4 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – ფრაქცია სოციალისტის თავმჯდომარე ვახტანგ რჩეულიშვილმა საქართველოში ე.წ. ჩეჩნეთის წარმომადგენლობის დახურვა მოითხოვა.

მისი განცხადებით წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ხიზრი ალდამოვი პანკისის ხეობაში ადამიანთა გატაცებებშია ჩარეული და კრიმინალებსა და გატაცებულის ნათესავებს შორის შუამოვლობს.

ჩეჩნეთის წარმომადგენლობას საქართველოში არანაირი იურიდიული სტატუსი არ გააჩნია. მის გაუქმებას რუსეთის ხელისუფლებაც ითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button