ახალი ამბები

პარლამენტი ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატებს განიხილავს

(თბილისი. 4 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, პარლამენტი ფინანსთა მინისტრის პოსტზე ზურაბ ნოღაიდელის, საგადასახადო შემოსავლების მინისტრის თანამდებობაზე ლევან ძნელაძისა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტზე გიორგი გაჩეჩილაძის კანდიდატურებს განიხილავს.

დღესვე დაგეგმილია ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატურის დავით მირცხულავასთვის კენჭისყრაც.

მოსალოდნელია, რომ დამტკიცებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი პრობლემები ზურაბ ნოღაიდელსა და დავით მირცხულავას შეექმნებათ.

მსგავსი/Related

Back to top button