Placeholder canvas
ახალი ამბები

შევარდნაძემ პუტინს პოლემიკაშიც კი ვერ მოუგო

“დილის გაზეთი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. 03.12.01. “სილივ ჯორჯია”) – “დილის გაზეთი” პრეზიდენტის მოსკოვში დსთს-ის სამიტზე ვიზიტს მიმოიხილავს. გაზეთი სინანულით აღნიშნავს, რომ კონფრონტაცია, რომელიც კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული შევარდნაძე-პუტინის შეხვედრაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ტრადიციად ჩამოყალიბდა.

“ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი მუშტებს იქნევდა – ჩავალთ მოსკოვში და ქვას-ქვაზე არ დავტოვებთ, პანკისის ხეობის დაბომისთვის კრემლს პასუხს მოვთხოვთო”, წერს “დილის გაზეთი” და დასძენს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მართლაც გაიბრძოლა, მაგრამ ძლიერი არგუმენტების მიეხედავად რუსი კოლეგის საპასუხო დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო.

“პოლემიკისთვის ვლადიმირ პუტინი უკეთ იყო მომზადებული: სხვა რომ არაფერი, მან ედუარდ შევარდნაძე სიტყვაზე გამოიჭირა”, წერს გაზეთი. პუტინთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში სოფლები დაიბომბა, რუსეთის პრეზიდენტმა კი გაკვირვებით იკითხა – თუ სოფლები დაიბომბა, მაშინ მსვერპლი რატომ არ არისო?

“დილის გაზეთს” მიაჩნია, რომ ამ განცხადების შემდეგ დსთ-ს ქვეყნების პრეზიდენტების თვალში საქართველოს პრეზიდენტი მატყუარად წარმოჩინდა. შევარდნაძის მიერ უპასუხოდ დარჩენილმა სხვადასხვა ბრალდებებმა ეჭვი აღძრა მოსახლეობაშიც – იქნებ ეს ბრალდებები მართლაც სინამდვილეს შეესაბამება.

გაზეთი პრეზიდენტს სიმართლის თქმას სთხოვს და მიაჩნია, რომ მან საბოლოოდ უნდა ამოირჩიოს გარკვეული პოლიტიკური კურსი: მხარი დაუჭიროს ჩეჩნებს და ამით რუსეთი საქართველოს საბოლოოდ დაუპირისპიროს, თუ დაუპირისიპრდეს ჩრდილოკავკასიელებს და გაატაროს რუსეთისთვის მისაღები რეგიონალური პოლიტიკა

მსგავსი/Related

Back to top button